პარასკევი, აპრილი 20, 2018
   
Text Size

ICGS რადიო თავისუფლებაზე

რადიოგადაცემა 22.05.2012

რადიოგადაცემა 22.05.2012სტუმრად რადიო თავისუფლრბის ეთერში ეთერში: თენგიზ ფხალაძე

ავტორი: ნინო გელაშვილი

22.05.2012

22 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ნატოს ჩიკაგოს სამიტის შედეგებზე. თენგიზ ფხალაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ნატოს წევრების ერთიანი პოზიცია საქართველოს მიმართ.

 

რადიოგადაცემა 11.05.2011

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

აავტორი ნიკო ნერგაძე

11.05.2011

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო ”გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრის” ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე. მან ილაპარაკა განცხადებაზე, რომელიც ოთხმა ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა და რომელსაც გეოპოლიტიკური კვლევის საერთაშორისო ცენტრი შეუერთდა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებს უზრუნველყონ ამ მოლაპარაკებების გამჭვირვალობა და მასში ექსპერტების ჩართვა. თენგიზ ფხალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მნიშვნელობას.

   

რადიოგადაცემა 11.03.2011

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

ავტორი ნინო გელაშვილი

11.03.2011

11 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საქართველოს პოლიტიკურ როლზე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების პროცესში და საკითხის საერთაშორისო კონტექსტზე.

   

რადიოგადაცემა 22.10.2010

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

ავტორი ნინო გელაშვილი

22.10.2010

22 ოქტომბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან საქართველოში ნატოს ელჩების ვიზიტსა და ლისაბონის მომავალი სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრა. მსმენელთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ნატო-რუსეთის ურთიერთობის გააქტიურება და საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა ნატოში. თენგიზ ფხალაძეს მიაჩნია, რომ ეს ორი პროცესი არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. თენგიზ ფხალაძის აზრით, ნატო-რუსეთის ურთიერთობაში დაძაბულობის მეტად მოხსნა საქართველოს ინტეგრაციის ხელშემწყობი ფაქტორიც იქნება.

   

რადიოგადაცემა 01.10.2010

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

ავტორი ნიკო ნერგაძე

01.10.2010

რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიაში სტუმრად იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე, რომელიც ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ რასმუსენის ვიზიტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ნატოს წარმომადგენლობის გახსნა და ახსნა, თუ რა შეუწყობს და რა შეუშლის ხელს საქართველოს ნატოსთან დაახლოების გზაზე.

   

რადიოგადაცემა 15.03.2010

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

ავტორი ნინო გელაშვილი

15.03.2010

15 მარტს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან მსმენელს მოუთხრო 12 მარტს ვარშავაში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფციაზე მსჯელობას მიეძღვნა და რომელშიც ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მონაწილეობდა. კონფერენციის სახელწოდება იყო - "ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფცია - გლობალური, ტრანსატლანტიკური და რეგიონული გამოწვევები და ამოცანები და ცენტრალური ევროპის როლი". თენგიზ ფხალაძემ ისაუბრა იმ ეფექტზეც, რაც 13 მარტს "იმედის" ეთერში გასულმა სიუჟეტმა მოახდინა საქართველოს გარეთ.

   

რადიოგადაცემა 18.01.2010

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

ავტორი ნინო გელაშვილი

18.01.2010

18 იანვარს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი. მან ისაუბრა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ - რა არჩევანის წინაშე დგას დღეს უკრაინა? ფხალაძემ ისაუბრა პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხეზე. მისი აზრით, "უკრაინა აკეთებს არჩევანს მომავალსა და წარსულს შორის". ფხალაძე თვლის, რომ ყველაზე დიდი ამოცანა დღეს არის ის თუ რამდენად შეძლებენ უკრაინის პოლიტიკური ლიდერები ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებას და სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.

   

რადიოგადაცემა 25.12.2009

სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე

25.12.2009

ავტორი ნინო გელაშვილი

25 დეკემბერს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო თენგიზ ფხალაძე, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი. მან ისაუბრა ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის ავ-კარგზე. ფხალაძე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ფონზე ამ ფაქტს პოლიტიკურ ახსნას ვერ უძებნის, თუმცა, თვლის, რომ, საკითხის გადაწყვეტისას მეტად შეიძლებოდა საქართველოს ინტერესის გამოყენება.

   

გვერდი 1, სულ 2

ექსკლუზივი

უახლესი პუბლიკაცია

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form