ნატო ბაჩიაშვილიმა მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის თენგიზ ფხალაძის შეხვედრაში ექსპერტებთან. შეხვედრის მიზანი პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლისთვის მომზადების პროცესში მოსაზრებათა გაზიარება იყო.
"დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, შესაბამისად განვიხილეთ მისი ყველა მიმართულება. ცხადია იყო საუბარი დასავლურ ინტეგრაციაზე, საქართველოს გეოპოლიტიკურ როლზე, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაზე, საქართველოს ურთიერთობაზე მეზობლებთან და ა.შ.ვფიქრობ, საინტერესო მოსაზრებები გამოითქვა, ეს სრულად იქნება ასახული პრეზიდენტის გამოსვლაში",- განაცხადა ფხალაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ესპერტები: კახა გოგოლაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ხათუნა ლაგაზიძე, ბაკურ კვაშილავა, გიორგი მუჩაიძე, გიორგი ბადრიძე, ირაკლი ტაბლიაშვილი, გიორგი კანაშვილი, გიორგი რუხაძე, ვასილ კაჭარავა, სოსო ცისკარიშვილი, სერგი კაპანაძე და ალექსანდრე რუსეცკი.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)