2016 წლის 25-26 თებერვალს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა NATO -ს კვლევების სემინარი "უსაფრთხოების რისკები უკრაინის საზღვარზე, კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება"- რესურსები და კონტრზომები", სადაც მიწვეული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორსიო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი. აღნიშნულ სემინარზე მან წარმოადგინა პრეზენტაცია საქართვლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და საოკუპაციო ზოლზე არსებული კორუფციის ფაქტების შესახებ.
ღონიძიება ორგანიზებული იყო უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტისა და პოლონეთის "კოსტიუშკო"-ს ინსტიტუტის მიერ, NATO-ს მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიების მხარდამჭერები"პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის შინაგან და ადმინისტრაციულ საქმეთა სამინისტრო, პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიურო, პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახური, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური და"საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინა. ღონისძიების მედია პარტნიორი - European Pravda.
შემინარის სპიკერეები ასევე იყვნენ: ალექსანდრე ვინნიკოვი - უკრაინაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, მიქაელ გაალი - NATO-ს უსაფრთხოების ახალი გამოწვევების სამმართველოს უფროსი მრჩეველი, ეგორ ბოჟოკი უკრაინის მისსი ხელმძღვანელი NATO-ში, ვასილ სერვატიუკი უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახური უფროსის პირველი მოადგილე, ვიქტორ ჩუმაკი - უკრაინის პარლამენტისკორუფციის პრევენციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლონეთისა და უკრაინის ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)