ორშაბათი, ოქტომბერი 07, 2024
   
Text Size

ტრენინგი სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებისათვის მოლაპარაკებების წარმოებასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "სამშვიდობო პროცესის სირთულეები"

ტრენინგი სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირებისათვის მოლაპარაკებების წარმოებასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "სამშვიდობო პროცესის სირთულეები"2015 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და კრიზისების მართვის ინიციატივის (ფინეთი) პარტნიორობით სასტუმრო ამბასადორში (კაჭრეთი) გაიმართა ტრენინგი საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "სამშვიდო პროცესის სირთულეები" - ჩრდილოეთ ირლანდიის, შოტლანდიის და კვიპროსის მაგალითები.

ტრენინგის მეთოდოლოგია დაფუძნებულია პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე კონფლიქტების ანალიზსა და მოლაპარაკებების ინსტრუმენტების განხილვაზე. პროცესს უძღვებოდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებიდან მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის პირები, კონფლიქტების დარეგულირებისა და მედიაციის სფეროში საერთაშორისო ექსპერტები: ანა ჰეს საგსიანი, ჯეფრი დონალდსონი, ჯონ ლუგანი, კინგსლი დონალდსონი, ჯიმ მერფი, ამანდა პოლი.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ტრენინგს ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან; კრიზისების მართვისა და უსაფრთოხოების საბჭოდან; საგარეო საქმეთა სამინისტროდან; თავდაცვის სამინისტროდან; შინაგან საქმეთა სამინისტროდან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან; საქართველოს უსაფრთხოების სააგენტოდან.

ტრენინგის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით CMI-სა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form