სამშაბათი, ოქტომბერი 08, 2024
   
Text Size

ტრენინგი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში - "ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები"

ტრენინგი სამშვიდობო  მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში ცეცხლის შეწყვეტის  ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები

2019 წლის 25-27 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის - ICGS (საქართველო) ორგანიზებით და მარტი ახტისაარის სახელობის ფონდის - "კრიზისების მართვის ინიციატივის" - CMI (ფინეთი) თანამშრომლობით, კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა რიგით მე-4 ტრენინგი მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში. ამჯერად, ტრენინგის თემა იყო "ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები".

ტრენინგს უძღვებოდნენ კონფლიქტების დარეგულირებისა და მედიაციის სფეროში საერთაშორისო ექსპერტები, მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული  მედიატორები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ მაღლი რანგის თანამდებობის პირები საქართველოს სხვადასხვა უწყებებიდან. მათ შორის: საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს მინისტრის აპარატის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, თავდაცვის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები.

ტრენინგის მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელობა და სამშვიდობო პროცესების ძირითადი ასპექტები;
  • საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა;
  • ცეცხლის შეწყვეტის სხავადასხვა ხელშეკრულებების მიმოხილვა, მათი შესრულების მექანიზმების და მონიტორინგის საკითხების განხილვა;
  • გენდერული ასპექტები ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებებში.

ტრენინგები მოიცავდა როგორც სპიკერთა პრეზენტაციებსა და ლექციებს, ასევე როლურ თამაშებსა და კონკრეტულ სავარჯიშოებს მონაწილეებისათვის.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form