შაბათი, დეკემბერი 21, 2024
   
Text Size

შეხვედრა თავდაცვის ძალების კაპრალ - სპეციალისტ თემო დადიანთან და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროს ბუბა ლომუაშვილთან

შეხვედრა თავდაცვის ძალების კაპრალ - სპეციალისტ თემო დადიანთან და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროს ბუბა ლომუაშვილთან

27 ნოემბერს პროექტის "NATO -ს წარმატების ისტორია" დასკვნითი შეხევდრა გაიმართა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში.  ძალზედ  ემოციური და საინტერესო დისკუსია შედგა თავდაცვის ძალების კაპრალ-სპეციალისტ თემო დადიანთან და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროს ბუბა ლომუაშვილთან.

თემო დადიანი ავღანეთის მისიაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მიუხედავად უმძიმესი ოპერაციებისა, რეაბილიტაციის პროცესის შემდგომ, თემო აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ის არის ორგზის გინესის რეკორდსმენი აზიდვებში. ის წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში ფარიკაობასა და მკლავჭიდში.

სტუდენტებთან შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს ავღანეთის მისიის მნიშვნელობასა და გამოცდილებაზე; დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის პროცესზე და უახლოეს გეგმებზე ამ მიმართულებით.

დისკუსია გაიმართა გეოპლიტუკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "NATO-ს წარმატების ისტორია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში NATO -ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით და დაფინანსებულია NATO PDD-ს მიერ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბაუნის და თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. შეხვედრა გაგარძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form