2018 წლის 2 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. მათ დაათვალერეს მუზეუმში გამოფენილი 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამსახველი ბანერები. საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: "რუსეთის საგარეო პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ".
მუზეუმი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდი - "ქართლოსი".
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)