სამშაბათი, ოქტომბერი 08, 2024
   
Text Size

რიგის კონფერენცია

რიგის კონფერენცია

2011 წლის 16-17 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში რიგით მე-6 ევროპის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დიდ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიოს პოლიტიკური, საქმიანი და სამეცნიერო, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს  უსაფრთხოების, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე დისკუსისათვის.

წელს რიგის კონფერენციის პირველი სესია გახსნეს ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის, ფინეთის და პოლონეთის პრემიერ მინისტრებმა დისკუსიით: "ცვლილებები ნატოსა და ევროკავშირის ეკონომიკურ კლიმატსა და უსაფრთხოების  საკითხებში სულ უფრო და უფრო მწირი რესურსების პირობებში."

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დებატები თემაზე: რუსეთის მოდერნიზაცია - რამდენად მზად არის რუსეთი საზოგადოება და დაახლოვებს თუ არა ეს პროცესი რუსეთსა და  დასავლეთს; შეძლებს თუ არა თურქეთი ევროპასა და აზიას შორის ნაპრალის შევსებას; საით მიდის ბელორუსი; ძალის პოლიტიკა ცენტრალურ აზიასა და ავღანეთში და ა.შ.

კონფერენციას ესწრებოდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის  თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე და გამგეობის წევრი ნატო ბაჩიაშვილი. მათ მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის ფარგლებში გამართულ დებატებში.

თენგიზ ფხალაძე ასევე სიტყვით გამოვიდა კონფერენციის ფარგლებში გამართულ ახალგაზრდა პროფესიონალ დიპლომატთა ფორუმზე, სადაც მან ისაუბრა საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობებზე - პრობლემებსა და პერსპექტივებზე.

კონფერენციის ტრანსლირება მიმდინარეობდა პირდაპირი ეთერით. შეკითხვების დასმა დისკუსიის მონაწილეთათვის შესაძლებელი იყო სოციალური ქსელების საშუალებითაც.

რიგის კონფერენცია :: 16-17 სექტემბერი, 2011 წელი  რიგის კონფერენცია :: 16-17 სექტემბერი, 2011 წელი  რიგის კონფერენცია :: 16-17 სექტემბერი, 2011 წელი  

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form