2010 წლის 10-11 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფორუმს - რიგის კონფერენციას. კონფერენციის უდიდეს მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ იგი აერთიანებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს და წარმოადგენს მიმდინარე ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფარგლებში ინტელექტუალური ინფორმაციის გაცვლის ფართო ასპარეზს.
რიგის წლევანდელი მე-5 კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოდგენდა გზა გაეხსნა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში მაღალი დონის საერთაშორისო დისკუსიებისათვის.
წელს რიგის კონფერენციაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა: ევროკავშირის საერთაშორისო პროფილის გაძლიერება, დასავლეთისათვის გლობალური ეკონომიკური კრიზისისაგან დაცვის მექნიზმები, ნატოს ახალი სტრატეგიის კონცეფცია და რეფორმათა აუცილებლობა, წარმატებები რუსეთის მიმართ „გადატვირთვის “ პოლიტიკაში, ნატო-ს მისიის მომავალი ავღანეთში და ენერგო რესურსების ძიების პოლტიკის აღორძინება.
რიგის ფორუმს ესწრებოდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე. კონფერენციის ფარგლებში შედგა შეხვედრები ფორუმის მონაწილე პოლიტიკური, საზოგადოებრივი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან.
კონფერენციის ორგანიზატორები: ლატვიის ტრანსატლანტიკური ორგანიზაცია, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლატვიის თავდაცვის სამინისტრო.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)