შაბათი, დეკემბერი 21, 2024
   
Text Size

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

“Soft Power” - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

2011 წლის 29 მარტს, საქართველოს სტრატეგიისა და საერთშორისო ურთიერთობების  კვლევის ფონდში გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის პრეზენტაცია  "Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში (2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი).

წიგნი ეძღვნება საყოველთაოდ ცნობილი Soft Power-ის  ე.წ. "რბილი ძალის" თეორიის კრემლისეულ ინტერპრეტაციას და განხილულია ამ კონცეფციის ყველა ის მიმართულება, რომელიც გამოიყენება საქართველოსთან მიმართებაში. წიგნში აღწერილია რუსეთის "Soft Power"-ის მოქმედებების მექანიზმები, ზემოქმედების შედეგები და სამომავლო საფრთხეები.

წიგნის ავტორთა მიზანია იმ საფრთხეების გამოვლენა, რაც შეიძლება საგულდაგულოდ იყოს "შეფუთული" და პერსპექტივაში სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენდეს როგორც საქართველოში მცხოვრები ხალხებისათვის,  მათ შორის აფხაზებისა და ოსებისათვის, ასევე ზოგადად საქართველოს, როგორც ქვეყნის სახელმწიფოებრიობისათვის.

Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში 

ნაშრომში განხილულია რუსეთის პოლიტიკის ისეთი მიმართულებები როგორიებიცაა:

  • დიპლომატიური აქტივობები საქართველოს წინააღმდეგ;
  • ე.წ. "თანამემამულეების დაცვის" პოლიტიკა;
  • საკონსულო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში;
  • რუსული მედია და საქართველო;
  • 2008-2009 წ.წ. კიბერომი საქართველოში;
  • რელიგიის ფაქტორის გამოყენება რუსეთის მიერ "რბილი ძალის" კონტექსტში;
  • კულტურა, განათლება, მეცნიერება და საზოგადოებასთან ურთიერთობა როგორც რუსეთის "Soft Power"--ის განხორციელების ინსტრუმენტი;
Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში Soft Power :: რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში 

წიგნში განსაკუთრებით გამახვილებულია ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე.

ნაშრომის შექმნაში მონაწილეობდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტთა ჯგუფი. წიგნის რედაქტორი - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.

წიგნის გამოცემა შესაძლებელი გახდა კონრად ადენაუერის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

პრეზანტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავა, საქართველოს ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საექსპერტო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info