პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
   
Text Size

პროექტი: "დეზინფორმაციის კვალდაკვალ"

დეზინფორმაციის კვალდაკვალ

2020 წლის სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა ფონდ "პროდემოსთან" თანამშრომლობით  განახორციელა პროექტი "დეზინფორმაციის კვალდაკვალ".

პროექტის მიზანს წარმოადგენდა 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში  რუსეთის მიერ ახალი დეზინფორმაციული ნარატივების გამოვლენა საზოგადოებრივ ჯგუფებში და მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობა. ასევე, ამ ფონზე, საზოგადოების დამოკიდებულების გარკვევა საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ორგანიზაციის მიერ მოხდა სპეციალური კითხვარის შემუშავება და მისი დახმარებით  საზოგადოებრივი მოწყვლადი ჯგუფების გამოკითხვა; პარალელურად, პროექტის განმავლობაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან სხვაგვარად გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ხდებოდა მოკლე ვიდეოკლიპების ჩაწერა კვალიფიციური ექსპერტის,  სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის ან პარტნიორი ქვეყნის ელჩის მიერ და სოციალურ ქსელში გავრცლება.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 617 მა მონაწილემ. გამოკითხულთა შორის იყვნენ აფხაზეთიდან დევნილები, პანკისის ხეობის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, აჭარის და კახეთის მაცხოვრებლები.

მიღებული პასუხების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ის მოლოდინები და კითხვის ნიშნები, რაც საქართველოს მოსახლეობას აქვს საქართველოსა და მისი პარტნიორების მიმართ. როგორი გავლენა მოახდინა საქართველოს მოსახლეობაზე ამ პერიოდში გავრცელებულმა დეზინფორმაციამ,  რომელი ქვეყნების მიმართ გაიზარდა ნდობა და რომელი ქვეყნების მიმართ შემცირდა. მიღებულმა პასუხებმა ასევე გამოკვეთა, რომ ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება საქართველოში რეგიონებში ნატო-ს, ევროკავშირის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ.

პროექტის დასრულების შემდეგ, მიღებული შედეგების მიხედვით გაკეთდა პრეზენტაცია, რომელიც წარმოდგენილი იქნა განხილვისათვის. პრეზენტაციისა და პროექტის შედეგების განხილვა ჩატარდა Zoom-ის პლატფორმის მეშვეობით. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.

პუბლიკაციის სრული ტექსტი

 

 

 

slideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form