ორშაბათი, ოქტომბერი 07, 2024
   
Text Size

პროექტი: "ონლაინ დისკუსიები რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ"

პროექტი: ონლაინ დისკუსიები რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ

Covid-19 პანდემიის დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული დეზინფორმაცია საქარველოსა და მისი პარტნიორების მიმართ.

2020 წლის 30 აპრილიდან 30 ივნისამდე  გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი ახორცილებდა პროექტს: "დისკუსიები რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ".

დისკუსიების თემები იყო: საქართველოს ადგილი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში- საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები, ეკონომიკურ უსაფრთხოება და დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა; რუსეთის საგარეო პოლიტიკა და რბილი ძალა, როგორც რუსული პოლიტიკის განხორცილების ერთ-ერთ ინსტრუმენტ; რუსეთის საგარეო პოლიტიკა და დეზინფორმაცია; რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეები და მათი პრევენციის გზები.

შეხვედრებს ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ - მასწავლებლები და სტუდენტები, ექსპერტები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტში სპიკერებად მოწვეული იყვნენ საქართველოს სახელმწიფო უწყებების მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, პარტნიორი ქვეყნების ელჩები:

კელი დეგნანი - აშშ-ს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში;

ფატმა ჯერენ იაზგანი - თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში;

თედო ჯაფარიძე - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი; ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.

თენგიზ ფხალაძე - საქართელოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პოლიტიკიურ მეცნიერებათა საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი;

თემურ ჯანჯალია - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი;

ნოდარ ხარშილაძე - საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი;

მიხეილ მირზიაშვილი - სექტორი 3, დამფუძნებელი;

ლადო სვანაძე - კიბერუსაფრთხოების აკადემიის დამფუძნებელი;

ეთერ ბუზიაშვილი - ატლანტიკური საბჭოს DFRLab-ის ასოცირებული მკვლევარი;

არინა თავაქარაშვილი - საბაუნი, ლექტორი;

პროექტის ხელმძღვანელი და მოდერატორი:  ნატო ბაჩიაშვილი - ICGS-ის თავმჯდომარე.

პროექტი განხორცილედა  ფონდ "პროდემოსის" ფინანსური მხარდაჭერით.

დისკუსიები გაიმართა Zoom-ის ონლაინ პლატფორმით.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form