დისკუსია NATO- ს მეკავშრე ოფიცერთან საქართველოში გინტარას ბაგდონასთან, საქართველოს გენერალური შტაბის, J5 - პოლიტიკისა და დაგეგმვისა დეპარტამენტის უფროსთან მამუკა შიუკაშვილთან და სულხან საბას უნივერსიტეტის პროფესორ არინა თავაქარაშვილთან.
2018 წლის 25 ოქტომბერს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში თბილისში გაიმართა შეხვედრა NATO- ს მეკავშრე ოფიცერთან საქართველოში გინტარას ბაგდონასთან, საქართველოს გენერალური შტაბის, J5 - პოლიტიკისა და დაგეგმვისა დეპარტამენტის უფროსთან მამუკა შიუკაშვილთან და სულხან საბას უნივერსიტეტის პროფესორ არინა თავაქარაშვილთან.
შეხვედრის თემები იყო: NATO- როგორც სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო თანამშრომლობა ალისში და მის ფარგლებს გარეთ, NATO-ს მისიები და სამხედრო ოპერაციები, NATO- საქართველოს თნამშრომლობა თავდაცვის სფეროში, NATO-საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების არსებითი პაკეტი, უსაფრთხოების საკითხებიშიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დისკუსია გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "NATO - ს წარმატების ისტორია" ფარგლებში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს NATO - ს შესახებ ცნობიერების ამაღლება NATO - ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.
დისკუსიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები შიდა ქართლის და თბილისის უმაღლესი სასწავლებლებიდან.
პროექტი დაფინანსებულია NATO - ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)