2009 წლის 9-12 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ კრინიცაში ჩატარდა რიგით მე-19 ეკონომიკური ფორუმი. ფორუმზე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენდნენ ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე და ცენტრის ექსპერტი გიორგი ვოლსკი.
წლევანდელი ფორუმი იყო ყველაზე მასშტაბური ფორუმის 17-წლიანი იტორიის განმავლობაში, რომელმაც თავი მოუყარა 2000-ზე მეტ მონაწილეს, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობის, ბიზნესის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ფორუმზე თანამედროვე მსოფლიოს წინაშე მდგარი უმნიშვნელოვანესი საკითხები განხილული იქნა 5 პლენარულ სესიასა და 140-მდე სადისკუსიო პანელზე. ფორუმს აშუქებდა 400-ზე მეტი ჟურნალისტი მსოფლიოს 150 მედია კომპანიიდან.ეკონომიკურ ფორუმზე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენდნენ თენგიზ ფხალაძე, თავმჯდომარე და გიორგი ვოლსკი, ექსპერტი. ცენტრის ინიციატივით გაიმართა სადისკუსიო პანელი თემაზე: „ევროკავშირის გაზითა და ნავთობით მომარაგების პერსპექტივა სამხრეთ კავკასიის გავლით“.
პანელს ხელმძღვანელობდა გკსც-ს თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.
პანელზე მოხსენებით გამოვიდნენ:
გულმამათ ჯავადოვი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე;
ანდრეი კონოპლიანიკი - რუსეთის გაზპრომბანკის დირექტორთა საბჭოს კონსულტანტი;
გიორგი ვოლსკი - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ექსპერტი;
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაწილეთა შორის.
ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ცენტრის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს შემდეგ სადისკუსიო პანელებზე:
„შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობა - მმართველობის ახალი ფორმები“ (მომხსენებელი გიორგი ვოლსკი); „აღმოსავლეთის პარტნიორობა 2009 - ბალტიის ქვეყნებიდან სამხრეთ კავკასიამდე“; „რუსეთის საგარეო პოლიტიკა ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიმართ - თანამშრომლობა, თუ პრინციპი - „დაყავი და იბატონე“, ასევე სამხრეთ კავკასიისადმი მიძღვნილ სხვა სადისკუსიო პანელებში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)