2010 წლის 8-11 სექტემბერს პოლონეთის სამხრეთით მდებარე საკურორტო ქალაქ კრინიცაში ჩატარდა რიგით მე-20 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელმაც წლების განმავლობაში უკვე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფორუმის მასპინძლები სულ უფრო და უფრო ხშირად ეძახიან ამ ღონისძიებას "პოლონეთის დავოსს".
წელს ფორუმის თემა იყო "ევროპა ლისაბონის ხელშეკრულების შემდეგ - მომავლის სტრატეგია". კონფერენციის მნიშვნელოვან სტუმრებს შორის იყვნენ პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე - ეჟი ბუზეკი, ევროკომისიის თავმჯდომარე - ჟოზე მარიო ბაროზო.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს ეკონომიკურ ფორუმზე წარმოადგენდა ორგანიზაციის გამგეობის წევრი ნატო ბაჩიაშვილი, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე : "არასამთავრობო ორგანიზაციები აღმოსავლეთ ევროპაში და მათი როლი და მნიშვნელობა რეგიონისათვის".
კრინიცის ფორუმს ესწრებოდა 2000-ზე მეტი მონაწილე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)