სამშაბათი, ოქტომბერი 08, 2024
   
Text Size

ტრენინგი: კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

ტრენინგი: კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება

2022 წლის 6-8 მაისს სასტუმრო „Rooms Hotel Kazbegi“- ში საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეთათვის ჩატარდა მორიგი ტრენინგი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში. ტრენინგის თემა: „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - კვიპროსის მაგალითი“ - სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა და მოლაპარაკების ფორმატები. სამი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ქონდათ მოესმინათ მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული მოქმედი თუ ყოფილი დიპლომატების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის კონფლიქტის დარეგულირებისა და მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე.

სემინარის განმავლობაში მიმოხილული იყო კვიპროსის კონფლიქტის ისტორია, ძირითადი მხარეები და სადავო საკითხები, სამშვიდობო პროცესის დინამიკა და დღეისათვის არსებული სიტუაცია.

კვიპროსიდან მოწვეულმა სპიკერებმა, პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა მონაწილეებს უშუალოდ მიაწოდეს ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობდა დიკუსიები - როგორც უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამშვიდობო პროცესის ტექნიკურ დონეზე, განხილული იქნა ისეთი კონკრეტული/ტექნიკური საკითხები და პროექტები, როგორიცაა ვაჭრობის წახალისება, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრება უფლების პრობლემის დარეგულირება და ა.შ; ასევე, როგორ შეიძლება შეიტანოს წვლილი ამ პროექტებმა ოფიციალურ მოლაპარაკებებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ნდობის აღდგენას და თემთა შორის დიალოგს. მონაწილეებს ქონდათ საშუალება მომხსენებლებლებთან ერთად განეხილათ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კონკრეტული საკითხები და სამშვიდობო პროცესის საერთო შედეგები, მოლაპარაკებების წარმატებები და გამოწვევები.

ტრენინგზე განხილული იქნა მესამე მხარის როლი კვიპროსის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გაერო-ს წვლილზე. მონაწილეებმა გაეცნენ მის, როგორც ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის, მისი ინსტიტუტებისა და სააგენტოების როლს კვიპროსის კონტექსტში:

  • UNFICYP - გაერო-ს სამშვიდობო მისიას კვიპროსში: მისი მანდატი მოქმედებს რამდენიმე დონეზე და სხვადასხვა სფეროში, აკონტროლებს ცეცხლის შეწყვეტის ხაზებს, ინარჩუნებს ბუფერულ ზონას და ახორციელებს ჰუმანიტარულ აქტივობებს.
  • გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური მრჩევლის ოფისის საქმიანობას (OSASG-Cyprus). OSASG-კვიპროსში თამაშობს მთავარ როლს სამშვიდობო პროცესის მხარდასაჭერად - მოლაპარაკებებისთვის.
  • UNDP-ის პროექტების მართვის ოფისს; ტრენინგის დროს წარმოდგენილი იყო მისი როლი საერთო სამშვიდობო პროცესში, განხორცილებული ინიციატივები, რომლებიც ხელს უწყობს დიალოგს და თემთა შორის თანამშრომრომლობას კვიპროსში.

კვიპროსში გაეროს მოქმედ და ყოფილ წარმომადგენლებთან განხილულ იქნა ადგილზე ამ ინსტიტუტების მუშაობის მანდატი და საქმიანობის პრაქტიკული ასპექტები, როგორც წარმატებების, ისე გამოწვევების თვალსაზრისით.

დისკუსია ასევე შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: კვიპროსის ევროკავშირში გაწევრიანების გავლენა სამშვიდობო პროცესზე, კოფი ანანის გეგმა, 2004 წლის რეფერენდუმის შედეგები და კვიპროსის პრობლემის გადაჭრის საერთო პერსპექტივა.

მონაწილეები ასევე გაეცნენ ზოგადად მოლაპარაკებების ფორმატების თეორიულ ასპექტებს და სამშვიდობო პროცესების დიზაინის შემუშავების სხვადასხვა ცნებებსა და დეფინიციებს სპიკერების მიერ მომზადებული პრეზენტაციბითა და სავარჯიშოებით.

ტრენინგი ორგანიზებული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და მარტი ახტისარის სახელობის მშვიდობის ფონდის (ფინეთი) მიერ „საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის სამშვიდო პროცესებზე გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორცილედება ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

მონაწილეების ჯანმრთელობის მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სემინარი ჩატარდა შერეულ ფორმატში და საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული COVID-19 რეგულაციების შესაბამისად.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form