2011 წლის 5 ივნისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძესა და და "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის" თავმჯდომარეს რიჩარდ ბერაგს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ოფიცილურად გახდა ალიანსის პარტნიორი ორგანიზაცია.
"ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი" (www.bbsa.lv) არის საერთშორისო არასამთავრობო ალიანსი, საერთშორისო ორგანიზაცია "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსი" 2008 წლის 31 ოქტომბერს ლატვიის, საქართველოს და უკრაინის სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების ორმოცზე მეტი დამფუძნებელი წევრისაგან დაარსდა. ორგანიზაციის მიზანია რეგიონული უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარება.
ალიანსის ამოცანებს წარმოადგენს:
საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტური ინტეგარციის ხელშეწყობას და პოპულარიზაცია;
თავისუფალი, დემოკრატიული, სოციალურად და პოლიტიკურად ჰარმონიული საზოგადოების კონსოლიდაციის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინაში;
ახალი საერთაშორისო ალიანსის შექმნის ხელშეწყობა საქართველოს და უკრაინის უსაფრთხო და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის მიზნით;
ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადგილობრივი მოსახლეობის გათვითცნობიერება და საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების გამახვილება საქართველოს და უკრაინის დემოკრატიული განვითარების, უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში წარმატებული ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებზე.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)