გამოვხატავთ აღშფოთებას ა.წ. 13 მარტს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გასულ ე.წ. „სიმულაციასთან“ დაკავშირებით. ეს არის არა მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელება, არამედ საინფორმაციო შეტევა საკუთარ მოქალაქეებზე, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს.
სახელმწიფო, რომელიც ადამიანის უფლებებზე ზრუნავს და ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისაკენ მიისწრაფვის არ შეიძლება რეაგირების გარეშე ტოვებდეს საკუთარი მოსახლეობის გადაქცევას მსგავსი იდეოლოგიურ-ინფორმაციული ექსპერიმენტის განხორციელების ობიექტად.
მოვითხოვთ, სახელმწიფოსაგან აღნიშნული ინციდენტის დაუყოვნებლივ და ობიექტურ გამოძიებას და ქვეყანაში ჯანსაღი საინფორმაციო გარემოს შექმნას.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
თბილისი
14 მარტი 2010
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)