2017 წლის 9 ოქტომბერს გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე "ნატო ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა რუდოლფ მიხალკა სლოვაკეთის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
დისკუსიაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რატომ არის NATO დღემდე გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორი, სლოვაკეთის რესპუბლიკის გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივა.
დისკუსია არის გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორიოს ცენტრის პროექტის "NATO ერთი ყველასათის, ყველა ერთისათვის" პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩატარებას ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან.
პროექტის მხარდამჭერები NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილება, NATO-ს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)