2015 წლის 29 სექტემბერს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლი-ს ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი".
მომხსენებლები:
კახა გოგოლაშვილი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის (GFSIS) ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი (თბილისი)
იანა კობზოვა, დემოკრატიის ევროპული ფონდის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ხელმძღვანელი, საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭოს (ECFR) ასოცირებული მკვლევარი (ბრიუსელი)
დარია ხასპეკოვა, რუსეთის საერთაშორისო საქმეთა საბჭოს ინტერნეტ პორტალის მთავარი რედაქტორი (მოსკოვი)
მოდერატორი:
თორნიკე თურმანიძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (თბილისი)
რჩება თუ არა ევროკავშირის გაფართოება დღის წესრიგში უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში; შეიცვლება თუ არა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა; რა ელის საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომ; როგორია რუსეთის პოზიცია ამ პროცესებთან დაკავშირებით - ეს საკითხები იქცა დისკუსიის მთავარ თემებად.
ღონისძიება წარმოადგენს ექსპერტული დისკუსიების სერიის "საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის" ნაწილს.
ინიციატივა დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" ფარგლებში
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * *
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *