2009 წლის 25-27 მაისს ბუქარესტში რუმინეთის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ტროიან ბასესკუს პატრონაჟითა და აღმოსავლური კვლევების ინსტიტუტის (პოლონეთი) ინიციატივით გაიმართა ევროკავშირი რუსეთის მე-5 ფორუმი.
ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე და ცენტრის ექსპერტი გიორგი ვოლსკი. ფორუმზე განხილულ იქნა ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებში ახალი გამოწვევებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხები. ფორუმზე მონაწილეობდნენ რუსეთისა და ევროკავშირის მთავრობების, პოლიტიკური ელიტის, ბიზნესის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ფორუმზე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს წარმოადგენდნენ თენგიზ ფხალაძე, თავმჯდომარე და გიორგი ვოლსკი, ექსპერტი. ისინი მოხსენებებით გამოვიდნენ თემატურ პანელზე: „ევროკავშირი - რუსეთი - კავკასია: არის თუ არა მშვიდობიანი თანამშრომლობის პერსპექტივა?“
ფორუმის ფარგლებში ცენტრის წევრებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სადისკუსიო პანელებში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)