"ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა ინტენსიური ინტეგრაციის, კონკურენციისა და პარტნიორობის გზაზე შემდგარი მსოფლიოს ორი მნიშვნელოვანი რეგიონია"-ამბობს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ტრანსატლანტიკურ ურთიერთობათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ჰამილტონი, რომელმაც 7 დეკემბერს ფორუმი სახელწოდებით " ძალაუფლების ტრანსატლანტიკური დილემები"-გახსნა. მონაწილეთა შორის ევროპის სახელმწიფოთა და აშშ მთავრობების არაერთი მოქმედი თუ ყოფილი გამოჩენილი წევრი, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენელი იყო.
განხილვების აქცენტი ევროპასა და ამერიკას შორის თანამშრომლობის სფეროებზე და წინააღმდეგობრივ მხარეებზე მოდიოდა არსებული მწვავე ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ფონზე. ესენი იყო ატლანტიკის ორივე მხარეს საერთაშორისო და სახელმწიფო აქტორთა ლიდერობა და მზარდი ძალაუფლების მქონე ქვეყნების გააქტიურება, ემიგრაცია, ევროპის შესაძლებლობები, უსაფრთხოების საერთაშორისო გამოწვევებთან ბრძოლა, ინდივიდუალური სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკური ვითარება, ინოვაცია და სხვა. მოხსენება საქართველოს წინაშე მდგარი შესაძლებლობებისა და მიღებული გამოცდილების შესახებ გააკეთა პარლამენტის ვიცე სპიკერმა გიორგი ბარამიძემ. დამსწრე ექსპერტად კი მოწვეული იყო საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ ფხალაძე.
ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის წინაშე არსებული წინააღმდეგობები მოცემული კრიზისიდან გამომდინარე ჩვენთან საუბარში ფხალაძემ ასე შეაფასა:
"მიმდინარეობს ტრანსფორმაცია ტრანსატლანტიკური სივრცის გამოწვევებზე ადაპტაციის მიზნით. პირველ რიგში ეს არის პრობლემები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის შედეგად განვითარდა და რომელიც უფრო ღრმა აღმოჩნდა, ვიდრე ექსპერტები მიიჩნევდნენ. ადგილი აქვს ასევე ახალი გეოპოლიტიკური რეალობის ადაპტაციის პროცესსაც, რამეთუ თანამედროვე მსოფლიო განსხვავებული ტიპის უსაფრთხოებას საჭიროებს. სირიისა და ეგვიპტის პრობლემატიკა, რუსეთთან და ჩინეთთან ურთირთობები- ახალი ტიპის უსაფრთხოების გამოწვევების ვრცელ სპექტრს შეადგენს. საქართველოს მიზანი კი ამ კომპლექსურ გარემოში უნდა გახდეს ჩართულობის გაგრძელება ყველა ტრანსატლანტიკურ ფორუმში და არამარტო ნატოსა და აისაფის ოპერაციებში."
საქართველოს მონაწილეობის თემას და პოზიციას ტრანსატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობის მიმართულებით გიორგი ბარამიძე მოხსენებაში შეეცადა, აქცენტი გააკეთა რა ამერიკისა და ევროპის ალიანსის რელევანტურობაზე. ამასთან ის ფიქრობს, რომ საერთაშორისო არენაზე ქვეყნის წარმოჩენა ერთიანი სახით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მონაწილეობით უნდა გაგრძელდეს.
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ამასთან ამბობს, რომ საქართველომ საგრძნობი წვლილი ევროპელ და ამერიკელ ლიდერებთან ურთიერთობებში ბოლო წლებში განხორციელებული მოქმედებებით უკვე შეიტანა. კონკრეტულად, ეს იყო თანმიმდევრული ნაბიჯები-გადადგმული ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან დაახლოების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველომ წარმატებით შეასრულება ნატოს ბოლო სამიტზე რეკომენდირებული დავალებაც, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში გამოიხატა.
თენგიზ ფხალაძე დარწმუნებულია, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის მისაღებად საქართველომ მთავარია შიდა პრობლემების დარეგულირება ქვეყნის შიგნით მოახერხოს, რათა პოლიტიკურმა კინკლაობამ საქართველო მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი განვითარების დინამიკიდან არ ამოაგდოს. მისი აზრით, არჩევნების შემდეგ წარმოქმნილმა ურთიერთგაუგებრობამ საქართველო ერთგვარად უკან დასწია. შემდგომ ეტაპზე, ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები უნდა შეეცადონ საქართველოს პრობლემატიკის "ჩაკარგვა" აიცილონ თავიდან სწორედ ამ ურთიერთდაპირისპირების შედეგად.
გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ამასთან პირდაპირ კავშირს ხედავს საქართველოში ხელისუფლების წარმატებულ გადაბარებას, შემდგომ ეტაპზე კი ჯანსაღ თანაცხოვრებასა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას შორის, რაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას შეასხამს ხორცს.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)