19-23 ოქტომბერს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქ კიევს სტუმრობდნენ. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში, რაზუმკოვის ცენტრში, პოლიტიური კვლევების საერთაშორისო ცენტრში, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფონდ „პაუსიში“. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ფონდ „რენესანსში“. ფონდის მხრიდან გამოთქვა მზადყოფნა ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივ პროექტებს ევროკავშირში ინტეგრირების მიმართულებით.
ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ასევე მიიღეს: აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ტეფტმა, საქართველოს ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა უკრაინაში დევიდ სტულიკმა. შეხვედრების დროს დიპლომატებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. მათ ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის საქმეში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * *
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *