ორშაბათი, ოქტომბერი 07, 2024
   
Text Size

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან2010 წლის 4 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები".

სტუდენტებთან შეხვედრაზე მოვიდნენ არჩევნების პროცესზე დამკვირვებელი  არასამთავრობო ორგანიზაციების "სამართლიანი არჩევნების", "მრავალეროვანი საქართველოს",  "საერთაშორისო გამჭვირვალობის" წარმომადგენლები.

სახელმწიფო უნივერსიტეტი :: შეხვედრა სტუდენტებთან სახელმწიფო უნივერსიტეტი :: შეხვედრა სტუდენტებთან სახელმწიფო უნივერსიტეტი :: შეხვედრა სტუდენტებთან 

არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა წინასაარჩევნო პროცესის ანალიზი, დარღვევები არჩევნების დღეს, მათზე რეაგირების ფორმები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან. დარღვევები განსაკუთრებით დაფიქსირდა ე.წ. სპეც. უბნებზე, ასევე სამცხე – ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის იმ უბნებზე, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას არჩევნებში.

სტუდენტების ინტერესი გამოიწვია არჩევნების დღეს ცალკეულ პარტიათა კოორდინატორების მობილიზაციისა, უბნებზე მხარდამჭერთა აღრიცხივისა და იძულებით მოყვანის ფაქტებმა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების განმარტებით აშკარად წარმოადგენს ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოხატვის  შეზღუდვას და ამომრჩეველზე ზეწოლის განხორციელების ერთ-ერთ საშუალებას. საარჩევნო კოდექსით ასეთი ქმედება  აკრძალული არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია საქართველო ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მუშაობის გაგრძელება ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით, ასევე აუცილებელია სპეც. უბნებზე ადმინისტრაციის თანამშრომლებს მიეცეთ უფლება ხმა მისცენ საცხოვრებელი ადგილის და არა სამუშაო ადგილის მიხედვით.

არასამთავრობო ორგანიზაციათა ანგარიშები განთავსდა თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში.

4 ივნისის შეხვედრა განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form