ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში "არა ოკუპაციას" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა კასპში, საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმში. პროექტის მიზანია გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია: მეგობრობის ხიდი "ქართლოსი".
პროეტის ფარგლებში შედგა შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველთან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან; საქართველოში ლიტვის, ლატვიის, პოლონეთის, უკრაინის ელჩებთან.
პროექტი გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა გიიორგი მარგველაშვილმა.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)