საქართველოს მიერ რეფორმების პროცესში ნაჩვენები პროგრესის აღიარების მიუხედავად, უცნობია, თუ როდის გაწევრიანდება ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" საფრთხემ, სისხლიანმა ტერაქტებმა პარიზში, დასავლეთის სამხედრო-პოლიტიკურ წრეები რუსეთთან კოორდინირებული სამხედრო მოქმედების აუცილებლობაზე დააფიქრა, რის გამოც დროებით უკანა პლანზე გადავიდა რუსეთის აგრესიული მოქმედება უკრაინაში.
პოლიტიკური კრიზისი მოლდავეთში, რომელიც ყველაზე წარმატებულ მაგალითად ითვლებოდა ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორებში, ამ ქვეყანაში პრომოსკოვური ძალების პოლიტიკური რევანშის საფრთხეს ქმნის. დაბოლოს, რუსეთსა და თურქეთს შორის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებით გამოწვეული დაპირისპირების ფონზე, იზრდება სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აუზის დესტაბილიზაციის საფრთხე.
როგორი უნდა იყოს საქართველოს პოლიტიკა ამ "ტურბულენტურ" ვითარებაში და რამდენად თანამიმდევრულად და ერთიანად მოქმედებს ევროკავშირი და ნატო, მისი პარტნიორი ქვეყნების გასაძლიერებლად და რუსეთის ინტერესთა დასაბალანსებლად, - ამ და სხვა თემაზე კობა ლიკლიკაძე პრაღაში ესაუბრა ნატო ბაჩიაშვილს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელს.
რადიოგადაცემის მოსმენა
ავტორი: კობა ლიკლიკაძე
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)