2010 წლის 10 მაისს, ადგილობრივი არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის სტუდენტებთან პრეზენტაცია წარმოადგინა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ლექტორმა ანტონს პეტროვსკისმა.
თემა: "ადგილობრივი არჩევნები და მისი თავისებურებები ლატვიაში".
პრეზენტაციაში განხილული იყო ლატვიის საარჩევნო კანონმდებლობის თავისებურებები, 2009 წლის ადგილობრივი არჩევნები - რიგის სათათბიროსა და მერის არჩევნები და მათი შედეგების შეფასება.
პრეზენტაციის დასასრულს მომხსენებელმა უპასუხა სტუდენტებისათვის საინტერესო კითხვებს, გაიმართა დისკუსია.შეხვედრა განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.
პროექტის პარტნიორები: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, "შალვა რჩეულიშვილის სახელობის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი – ადვოკატი."
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი - ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო".
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)