2018 წლის 7-8 აგვისტოს "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა" მიერ მომზადებული 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის ამსახველი ბანერები საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს საელჩობის მიერ მომზადებულ ღონისძიებებზე გამოიფინა. ღონისძიებები სპეციალურად მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს.
უცხო ქვეყნებში აკრედიტებულმა საქართველოს მისიის ხელმძღვანელებმა ღონისძიებებზე დამსწრე სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის, ოკუპირებული ტერიტორიების და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების შესახებ.
ღონისძიებებს ეწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ბანერები გამოიფინა საქართველოს საელჩოებში პოლონეთში, რუმინეთში, ჰოლანდიაში, ესტონეთში, გერმანიასა და კანადაში. აღნიშნული ბანერების ორიგინალები გამოფენილია გორის "ოკუპაციის მუზეუმში".
"ოკუპაციის მუზეუმი" გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდი - "ქართლოსი". მუზეუმი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)