2017 წლის 18 ოქტომბერს დისკუსია შედგა ლიტვის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში გიედრიუს პოიუნასთან NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
დისკუსიაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: რატომ არის NATO დღემდე გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორი, ლიტვის გამოცდილება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, საქართველო-ლიტვის თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში, საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის პერსპექტივა.
დისკუსია არის გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორიოს ცენტრის პროექტის "NATO ერთი ყველასათის, ყველა ერთისათვის" პროექტის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩატარებას ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან.
პროექტის მხარდამჭერები NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილება, NATO - სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)