2018 წლის 7 დეკემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია საქართველოში ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ირი პრეცლიკთან და GIPA-ს ლექტორთან, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან 2014-2018 წწ., თენგიზ ფხალაძესთან.
ირი პრეცლიკთან დისკუსიის თემები იყო: რატომ გაწევრიანდა ჩეხეთი ალიანსში; როგორი გეოპოლიტიკური გარემო იყო ჩეხეთის ინტეგრაციის პერიოდში; გატარებული რეფორმები და გამოწვევები ტრანსფორმაციის გზაზე; რამდენად წარმატებული გამოდგა ინტეგრაცია, რამდენად დაცულად გრძნობს თავს დღეს ჩეხეთის მოსახლეობა არსებული საფრთხეების მიმართ; რას ნიშნავს, იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი ალიანსის სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორია პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში.
თენგიზ ფხალაძესთან კი სტუდენტებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო, 21-ე საუკუნის ახალი გამოწვევები და საფრთხეები რეგიონისა და საქართველოსათვის; რატომ აირჩია საქართველომ NATO, NATO-საქართველოს პოლიტიკური თანამშრომლობა და პარტნიორობა.
დღევანდელი შეხვედრა გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის, "NATO - ს წარმატების ისტორია", ფარგლებში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.
დისკუსიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლების სტუდენტები შიდა ქართლის და თბილისის უმაღლესი სასწავლებლებიდან.
პროექტი დაფინანსებულია NATO - ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)