სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე
ავტორი ნიკო ნერგაძე
16.04.2009
16 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის - ";დღეს დილით"; სტუმარი იყო არასამთავრობო ორგანიზაციათა საინიციატივო ჯგუფის ";სამოქალაქო მანიფესტის"; წარმომადგენელი თენგიზ ფხალაძე. მისი თქმით, ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მოსახლეობის მოთხოვნებზე აპელირებს. არადა, არავინ იცის, რას ფიქრობს სინამდვილეში ხალხი. ";განწყობის გამოსაკვლევად ჩვენ ჩავატარეთ თბილისის მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც თბილისელთა დიდი ნაწილი საპროტესტო მუხტის მატარებელია"; - აღნიშნა სტუმარმა. მანვე დაამატა, რომ ";სამოქალაქო მანიფესტი"; მალე ანალოგიურ კვლევას ჩაატარებს საქართველოს რეგიონებში.