საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კრიზისული პერიოდების არსებობის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ შეწყვეტილა, თუმცა 2006 წელს რუსეთის მიერ ქართული პროდუქციის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებით, მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ამას დაერთო 2008 წლის ომი, რამაც ბუნებრივია ურთიერთობები კიდევ უფრო დაამძიმა.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების თითქოს გაუმჯობესების მიუხედავად, რუსეთისაგან საქართველოს მიმართ ეკონომიკური აგრესიის საფრთხეები დღემდე არსებობს. ეს საფრთხეები შეიძლება იყოს როგორც პირდაპირი, ისე - ირიბი, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს რუსეთის ბაზარი ქართველი ექსპორტიორებისთვის ხელმისაწვდომი გახდა.