პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე2010 წლის 1 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას.

ღონისძიება განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით" ფარგლებში.

სხდომაზე პარლამენტის ოპოზიციის და უმრავლესობის წევრებმა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს ის შეთანხმებული საკითხები, რომლებიც კონსულტაციების შედეგად წარმოდგენილ კანონპროექტში აისახა. ესაა, რომ პრეზიდენტი ამ პოსტზე არჩევის შემდეგ თავის პარტიაში მაღალ თანამდებობას აღარ დაიკავებს, ასევე გენშტაბის უფროსის დანიშვნის, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების დროს, საომარ მოქმედებებთან და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე პრეზიდენტს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნებები დასჭირდება.

კონსტიტუციური კანონის განხილვისას კიდევ რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა, რომელთა შესახებ სამსჯელოდ შესვენების დროს დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეიკრიბნენ.

სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს გამართულ კონსულტაციებზე მიღწეულ იქნა  შეთანხმება იმ ორ ძირითად საკითხზე, რომელზეც პრინციპული მსჯელობა მიმდინარეობდა, ესენია მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების ვადების შემცირება 20 დღით და 2012 წლის არჩევნების შემდეგ მთავრობის დათხოვნისა და ნდობაზე საკითხის პარლამენტში სავალდებულო შემოტანა. გარდა ამისა, შეთანხმდა საკითხი პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივასთან და რიგგარეშე სესიის ან სხდომის მოწვევასთან დაკავშირებით.

პროექტის პარტნიორები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form