2015 წლის 8 სექტემბერს, 18.00 გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია: "ომი უკრაინაში. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, სამხედრო გამოწვევები ევროპისათვის"
მომხსენებლები:
დევიდ კრამერი, მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებრბისა და დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელი (ვაშინგტონი)
ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე (თბილისი)
გიორგი კუნაძე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე (მოსკოვი)
მოდერატორი:
თორნიკე შარაშენიძე, დოქტორი, პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
დისკუსიაზე მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რა გავლენას ახდენს ომი უკრაინაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე რუსეთისა და მისი მეზობლების მიმართ; როგორია რეგიონში აშშ-ისა და NATO-ს სხვა წევრები სტრატეგია; როგორ აღიქვამს რუსეთი აშშ-ისა და NATO-ს პოლიტიკას რეგიონში? რას მიიჩნევს დასავლეთი (NATO და ევროკავშირი), რუსეთი და საქართველო საფრთხედ? როგორ შეიცვალა ამ აქტორების ეროვნული უსაფრთხოება და სამხედრო სტრატეგიები უკრაინაში ომის შემდგომ?
დისკუსია წარმოადგენს ექსპერტული დისკუსიების სერიის "საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის" ნაწილს, რომელიც ხორციელდება აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "Black Sea Trust" დაფინანსებით.
ექსკლუზივი
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *