ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
   
Text Size

პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია

პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია

2018 წლის 10 ოქტომბრიდან გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი: "NATO-ს წარმატების ისტორია" - NATO-ს წარმატებული ტრანსფორმაციის ისტორია: ქვეყნები ალიასში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ, უსაფრთოების გარანტიები და ვალდებულებები ალიანსის მიმართ.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება  NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.

2018 წლის 10 ოქტომბრიდან გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი: "NATO-ს წარმატების ისტორია" - NATO-ს წარმატებული ტრანსფორმაციის ისტორია: ქვეყნები ალიასში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ, უსაფრთოების გარანტიები და ვალდებულებები ალიანსის მიმართ.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება  NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.

ამ მიზნის განსახორციელებელად, თბილისში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა შეხვედრები და დისკუსიები. მომხსენებელთა შორის იყვნენ საქართველოში NATO-ს  სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როზარია პუგლისი, NATO-ს მეკავშირე ოფიცერი საქართველოში გინატარას ბაგდონასი, საქართველოს გენერალური შტაბის J5-სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი მამუკა შიუკაშვილი, ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა, ლიეტუვას ელჩი საქართველოში გიედრიუს პოიუნასი, ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ირი პრეცლიკი, ასევე ექსპერტები პაატა შეშელიძე - ახალი ეკონომიკური სკოლის ხელმძღვანელი, თენგიზ ფხალაძე საქართველოს უნივერსიტეტის და GIPA -ს პროფესორი, არინა თავაქარაშვილი - სულხან საბას უნივერსიტეტის პროფესორი. შეხვედრებს და დიკუსიებს უძღვებოდა გეოპოლიტიკური კვლევების თავმჯდომარე - ნატო ბაჩიაშვილი.

დისკუსიები წარიმართა შემდეგ საკითხებზე: რა არის NATO-ს მისია და საქმიანობის ფუნდამენტური მიმართულებები, როგორ მიიღება გადაწყვეტილება ალიანსში, რატომ არის დღემდე NATO მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორი, რას ნიშნავს იყო ალიანსისი წევრი და გაიზიარო სხვა წევრებთან ერთად პასუხისმგებლობა გლობალურ უსაფრთხოებაზე; როგორია ალიანსის წევრების თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ა.შ.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო  სასწავლო უნივერსიტეტის, გორის ეი-ეს სკოლის,  საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - SEU, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - GIPA-ს სტუდენტებმა.  დისკუსიები გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პროექტის დასასრულს ყველაზე აქტიურ სტუდენტებს გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის სახელით გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

პროექტი განხორცილედა NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info