სამშაბათი, აპრილი 23, 2024
   
Text Size

ნატო ბაჩიაშვილი ონლაინ სემინარზე ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებთან

ნატო ბაჩიაშვილი ონლაინ სემინარზე ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლებთან

14 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა სპიკერის რანგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ სემინარში, რომელსაც ესწრებოდნენ  ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლები. სემინარის თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.

ნატო ბაჩიაშვილმა ისაუბრა NATO-ს დაარსების ისტორიაზე, საქართველო-NATO-ს  ურთიერთობის ქრონოლოგიაზე, თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ნატო-ს წევრი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების მაგალითებსა და საქართველოს ჩართულობას  ალიანსის სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში.

სემინარს ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და 60-მდე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელი. შეხვედრის დასრულებისას ნატო ბაჩიაშვილმა უპასუხა მონაწილეებისათვის საინტერესო კითხვებს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.

 

 

slideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form