ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
   
Text Size

სემინარი: მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა

სემინარი: მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა2016  წლის 14-17 აპრილს  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და კრიზისების მართვის ინიციატივის (ფინეთი) პარტნიორობით, სასტუმრო "მარკო პოლოში"(გუდაური), გაიმართა ტრენინგი საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "მოლაპარაკებები და სამშვიდობო პროცესის არქიტექტურა"- კვიპროსის და დნესტრისპირეთის მაგალითები.

სემინარის  მეთოდოლოგია დაფუძნებულია პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე კონფლიქტების ანალიზსა და მოლაპარაკებების ინსტრუმენტების განხილვაზე. პროცესს უძღვებოდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეებიდან მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართული მოქმედი და ყოფილი სახელმწიფო თანამდებობის პირები.

სემინარის პირველი დღეს წარმოდგენილი იქნა პრეზენტაცია  სამშვიდობო პროცესის დიზაინის ძირითადი ელემენტები (ძირითადი არსი, ინტერპერსონალური პროცესები, მოლაპარაკებების ფაზები, დღის წესრიგი,  თანმიმდევრული და პარალელური ფორმატები).

სემინარის დანარჩენი დღეები მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სამშვიდო მოლაპარაკებების წარმართვის პროცესს დნესტრისპირეთის მაგალითზე: მომხსენებლები მლადიმირ შოვა, მოლაპარაკებების ყოფილი მონაწილე, ყოფილი მოლდოვის რეინტეგრაციის  მინისტრი და ვლადიმის იასტრებჩაკი - დნესტრისპირეთის მხრიდან ყოფილი მომლაპარაკებელი; და, კვიპროსის მაგალითზე: მომხსენებელი პროფ. აჰმეთ სოზენი, მოლაპარაკებების ყოფილი  მონაწილე.

სემინარის მიმდინარეობას მოდერაციას უწევდნენ: ნატო ბაჩიაშვილი - ICGS-ს თავმჯდომარე, როქსანა ქრისტესკუ, CMI-ს ევრაზიის პროგრამების ხელმძღვანელი. ლინდონ ალენი, ჟალი სულტანლი, მარია-შარლოტე ფორჯერონი - CMI, ანა ჰესს - უსაფრთხოების კვლევების ცენტრი CSS.

სემინარს ესწრებოდნენ მაღალი თანამდებობის პირები საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოდან; კრიზისების მართვისა და უსაფრთოხოების საბჭოდან; საგარეო საქმეთა სამინისტროდან; თავდაცვის სამინისტროდან; შინაგან საქმეთა სამინისტროდან; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან; საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან.

ტრენინგის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით CMI-სა და ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.

1111
2222
3333
4444
5

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form