შაბათი, აპრილი 20, 2024
   
Text Size

გასვლითი სემინარი ქართველი ექპერტებისათვის: „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ნდობის აღდგენის ერთობლივი პროექტები“

გასვლითი სემინარი ქართველი ექპერტებისათვის: კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ნდობის აღდგენის ერთობლივი პროექტები

2022 წლის 9-10 სექტემბერს , ბაკურიანში, სასტუმრო Rooms Kokhta- ში გაიმართა „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის მორიგი სემინარი ქართველი ექსპერტებისათვის თემაზე: პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით - ნდობის აღდგენის ერთობლივი პროექტების გამოცდილების გაზიარება. სავაჭრო და საგანმანათლებლო პროექტები - ჩრდილოეთ ირლანდიის, კვიპროსის და დნესტრისპირეთის მაგალითები.

სემინარი გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში. CMI-ს მოწვეულმა ექსპერტმა, ციურიხის უნივერსიტეტის მედიაციისა და სამშვიდობო პროცესის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორმა ემელი ოსოიაჰომ დარბაზში მყოფ ქართველ ექპერტებს მიაწოდა ინფორმაცია სამშვიდობო პროცესის თეორიული ასპექტების შესახებ, ოფიციალური მოლაპარაკებების მონაწილეებისა და საკითხების შესახებ, ხოლო მოლაპარაკებების მონაწილეებმა და ექსპერტებმა ჩრდილოეთ ირლანდიიდან, კვიპროსიდან და მოლდოვიდან ქართველ ესპერტებს ონლაინ რეჟიმში გაუზიარეს გამოცდილება კონფლიქტების დარეგულირებისა და ნდობის აღდგენის კონკრეტული საგანმანათლებლო და სავაჭრო პროექტების შესახებ.

სემინარს განსაკუთრებული სტუმრის ამპლუაში ესწრებოდა CMI-ის უფროსი მრჩეველი, საქართველოში გაერო-ს გენერალური მდივნის ყოფილი სპეც. წარმომადგენელი და ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე 2010-2018წწ., ანტი ტურუნენი. სემინარის ფარგლებში მასთან შედგა არაფორმალური დისკუსია საქართველოში არსებული კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მის დიპლომატიურ გამოცდილებასთან დაკავშირებით. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სემინარი ორგანიზებული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და მარტი ახტისარის სახელობის მშვიდობის ფონდის (ფინეთი) მიერ „საქართველო ექსპერტებისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2021 წელს. პროექტის მიზანია ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული კონფლიქტის ისტორიის, სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებების შესახებ; გამართონ დიკუსია აღნიშნულ საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form