ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
   
Text Size

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრა უკრაინაში

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრა უკრაინაში19-23 ოქტომბერს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქ კიევს სტუმრობდნენ. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტში, რაზუმკოვის ცენტრში, პოლიტიური კვლევების საერთაშორისო ცენტრში, ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფონდ „პაუსიში“. მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა ფონდ „რენესანსში“.  ფონდის მხრიდან გამოთქვა მზადყოფნა ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინოს უკრაინისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა ერთობლივ პროექტებს ევროკავშირში ინტეგრირების მიმართულებით.

ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები ასევე მიიღეს: აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ტეფტმა, საქართველოს ელჩმა უკრაინაში გრიგოლ ქათამაძემ, ევროკავშირის წარმომადგენელმა უკრაინაში დევიდ სტულიკმა. შეხვედრების დროს დიპლომატებმა ისაუბრეს საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებზე. მათ ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობის აუცილებლობა ორი ქვეყნის საერთო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის საქმეში.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form