პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მე-2 კონფერენცია

2015 წლის 20-21 მაისს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მე-2 კონფერენციში, რომელიც გაიმართა ლატვიის დედაქალაქ რიგაში. კონფერენციაზე განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა აროსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და ევროკავშირის მომავალი ურთიერთობების პერსპექტივები, საქართველოსა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხები, უსაფრთხოების საკითხები, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის პრობლემები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.

   

დიკსუსია: "უკრაინა-გამოსავლის ძიება დიალოგის გზით"

2015 წლის 18-19 მარტს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის, საქართველოს, რუსეთის და ევროკავშირის ექსპერტების შეხვედრაზე: "უკრაინა-გამოსავლის ძიება დიალოგის გზით".

   

"თავდაცვის მინისტრის ხედვა 2015-2016" - პრეზენტაცია

17 მარტს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილოება მიიღო თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში "მინისტრის ხედვა 2015-2016"-ის განხილვას.

   

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთან

შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთან

ნატო ბაჩიაშვილიმა მონაწილეობა მიიღო საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის თენგიზ ფხალაძის შეხვედრაში ექსპერტებთან. შეხვედრის მიზანი პრეზიდენტის ყოველწლიური საპარლამენტო გამოსვლისთვის მომზადების პროცესში მოსაზრებათა გაზიარება იყო.

   

წიგნის - "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია

წიგნის - ჩემი უფლებები და მოვალეობები პრეზენტაცია

2015 წლის 10 მარტს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა "სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმს" რეგიონების სკოლებისათვის წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები"- ს (არასრულწლოვანთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ)1000 ეგზემპლარი საჩუქრად გადასცა.

   

აქცია - დავეხმაროთ მთიანი აჭარისა და სვანეთის სკოლებს წიგნებით

აქცია -დავეხმაროთ მთიანი აჭარისა და სვანეთის სკოლებს წიგნებით

18 თებერვალს აქციის ფარგლებში: "დავეხმაროთ მთიანი აჭარისა და სვანეთის სკოლებს წიგნებით", გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა ამ რეგიონის საჯარო სკოლებს საჩუქრად გადასცა წიგნები  "ჩემი უფლებები და მოვალეობები".

   

2015 განვითარების ევროპული წელი

2015 განვითარების ევროპული წელი

2015 წლის 8 იანვარს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ კონფერენციაზე "2015 განვითარების ევროპული წელი".

   

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

2015 წლის 5 იანვარს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო  თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და მის მოადგილეებთან - გოჩა რატიანსა და ლევან ღირსიაშვილთან შეხვედრაში.

   

ნატო ბაჩიაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გამართა

ნატო ბაჩიაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გამართა2014 წლის 4-19 დეკემბერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ნატო ბაჩიაშვილმა საქართველოს რეგიონებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

   

ნატო ბაჩიაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესახებ საქართველოს რეგიონებში შეხვედრები გამართა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის  ასოცირების ხელშეკრულების დაკავშირებით ნატო ბაჩიაშვილმა საქართველოს რეგიონებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

   

დისკუსია : „ევროპული უსაფრთხოება“

დისკუსია : „ევროპული უსაფრთხოება“ დისკუსია : „ევროპული უსაფრთხოება“ 2014 წლის 25 სექტემბერს, გაიმართა მორიგი საჯარო დიკუსია თემაზე "ევროპული უსაფრთხოება". შეხვედრა შედგა "ევროპის სახლი"-სა და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

   

შეხვედრა ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელ ფრენკ ბოლანდთან

შეხვედრა ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელ ფრენკ ბოლანდთანნატო ბაჩიაშვილმა ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელ ფრენკ ბოლანდთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

   

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროშინატო ბაჩიაშვილი თავდაცვის სამინიტროში ნატოს-ს უელსის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე, სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის შესაძლებლობების შესახებ განხილვას დაესწრო.

   

საინფორმაციო შეხვედრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებნატო ბაჩიაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

   

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრთან

2014 წლის 17 ივნისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

   

საჯარო დისკუსია თემაზე: "ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, მოქმედებები და პასუხები"

საჯარო დისკუსია თემაზე: "ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, მოქმედებები და პასუხები"2014 წლის 22 მაისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საჯარო დისკუსიაში: "ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, მოქმედებები და პასუხები" აღმოსავლეთ პარტნიორობა: წარმატებები და გამოწვევები".

   

საჯარო დისკუსია: ევროკავშირი-რუსეთი-საქართველო

საჯარო დისკუსია: ევროკავშირი-რუსეთი-საქართველო 2014 წლის 14 მაისს, ევროპის სახლისა და  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის  თანამშრომლობით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "ევროკავშირი-რუსეთი-საქართველო". დისკუსია ეძღვნებოდა ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკის მიმოხილვას საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა პერიოდში.

   

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში თენგიზ ფხალაძე გურიის მხარის პედაგოგებს შეხვდა

ნატო-ს კვირეულის ფარგლებში თენგიზ ფხალაძე გურიის მხარის პედაგოგებს შეხვდა2014 წლის 15 აპრილს ნატოს კვირეულის ფარგლებში გურიის რაიონის პედაგოგები ნატოს სამეკავშირეო ოფისში გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და  ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

   

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარი

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 83-ე სემინარი

თენგიზ ფხალაძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 83-ე სემინარზე სიტყვით გამოვიდა.

სემინარი თბილისში 2013 წლის 29 აპრილიდან 1 მაისამდე მიმდინარეობდა. სემინარის ძირიტადი თემა იყო „სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები“.

   

უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში

უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში2013 წლის  22-25 აპრილს თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში  სლოვაკეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში.

22-23 აპრილს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სლოვაკეთის საგარეო  და ევროპულ   საქმეთა სამინისტროში. პროექტის მონაწილეებმა სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანთან, ელჩ პეტერ ბურიანთან განიხილეს რეგიონში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები. შეხვედრები შედგა ასევე თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების და თავდაცვის კვლევების ინსტიტუტში.

   

პრეს-კონფერენცია "საქართველო-უკრაინა - "უსაფრთხოების ბარომეტრი"

პრეს-კონფერენცია "საქართველო-უკრაინა - "უსაფრთხოების ბარომეტრი"

საერთაშორისო პროექტის “საქართველო-უკრაინა - „უსაფრთხოების ბარომეტრი” ფარგლებში 2012 წლის 27 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და უკრაინელი ექსპერტების კვლევის შედეგები საქართველოსა და უკრაინის როგორც საშინაო, ისე საგარეო საფრთხეების შესახებ.

კვლევა მოიცავს 4 ბლოკს - სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური და ენერგოუსაფროება; ჰუმანიტარული და საინფორმაციო უსაფრთხოება; ეკოლოგიური უსაფრთხოება.

   

კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილების გაზიარება

კორუფციასთან ბრძოლის ქართული გამოცდილების გაზიარება

ვიზიტი უკრაინაში

5-8 ივლისი, 2012 წ

2012 წლის 6-7 ივლისს პროექტის "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარება უკრაინის საგზაო პოლიციის რეფორმირებისათვის" მეორე ეტაპი გაიმართა უკრაინის დედაქალაქ კიევში. პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და მოლდოვას შსს-ს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან კიევში იმყოფებოდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე, ამავე ცენტრის პროექტების კოორდინატორი ნატო ბაჩიაშვილი, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდერე ბოლქვაძე და შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი ვლადიმერ ფიცხელაური.

   

ნატო ბაჩიაშვილი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტს დაესწრო

ნატო ბაჩიაშვილი ნატო-ს ჩიკაგოს სამიტს დაესწროგეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორი ნატო ბაჩიაშვილი 2012 წლის 20-21 მაისს გამართულ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტს დაესწრო.

   

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრსა და უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტს შორის 2012-13 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრსა და უკრაინის  საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტს შორის 2012-13  წლების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდაგეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრსა (ICGS) და უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტს (UIPP) შორის 2012-13 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

   

გვერდი 5, სულ 7

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form