პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

სლოვაკეთის ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

სლოვაკეთის ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 22 მარტს  გორის ოკუპაციის მუზეუმს სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა ესტუმრა. მას მასპინძლობა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა და ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი"ს ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა გაუწიეს. შეხვედრა ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი - კახა სამხარაძე,, ქალაქ გორის მერი - კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

   

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ოკუპაციის მუზეუმში

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 2 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. მათ დაათვალერეს მუზეუმში გამოფენილი 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამსახველი ბანერები. საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: "რუსეთის საგარეო პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ".

   

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა გორში

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა გორში

ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გორში ოკუპაციის მუზეუმის გახსნაში.

ოკუპაციის მუზეუმი 2018 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გორის უნივერსიტეტში გახსნა. პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.

   

NATO-ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

NATO-ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

2017 წლის 30 გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე "NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა ტომას პერნიცკი, ჩეხეთის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

29.11.2017

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში უილიამ ლაჰიუსთან. შეხვედრის დროს განხილული იყო ალიანსის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პარტნიორობა ორგანიზაციის შიგნით და პარტნიორ ქვეყნებთან; NATO საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები.

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა ნატო-ს შესახებ. 2017 წლის 22 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია რუმინეთის ელჩთან საქართველოში რადუ ჰორუმბასთან. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

2017 წლის 15 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO -ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია საფრანგეთის ელჩთან საქართველოში ბატონ პასკალ მენიესთან. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

დისკუსია: საქართველო-საკონსტიტუციო რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი

დისკუსია: საქართველო-საკონსტიტუციო რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი

2017 წლის 25-27 ოქტომბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების ყოველწლიური ასამბლეა გაიმართა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილობა მიიღო ასამბლეის ფარგლებში გაიმართულდისკუსიაში: საქართველო-საკონსტიტუციო რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი. დისკუსიის ძირითად თემები იყო: როგორ აღიქმება სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მიერ საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი ცვლილებები? როგორია დასკვნები პოლიტიკური ძალებისათვის? რა წვლილი მიუძღვის სამოქლაქო საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებასა და განხილვებში? რა როლი მიუძღვის ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიას ამ პროცესებში და მათი შეხედულებები მიმდინარე ცვლილებებზე?

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

2017 წლის 18 ოქტომბერს დისკუსია შედგა ლიტვის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში გიედრიუს პოიუნასთან NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში "არა ოკუპაციას" მიიღო მონაწილეობა

ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში

ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში "არა ოკუპაციას" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა კასპში, საბჭოთა პოლიტიკური  რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმში. პროექტის მიზანია გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია: მეგობრობის ხიდი "ქართლოსი".

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

2017 წლის 9 ოქტომბერს გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე "ნატო ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა რუდოლფ მიხალკა სლოვაკეთის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი

2017 წლის 4-7 ივლისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორიოს ცენტრი თავმჯდომარემ, ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში, რომელიც გაიმართა კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორში".

კურსის მიმდინარეობისას გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე;  შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე. მიმოხილულ იქნა საქართველოს წინაშე არსებული არაკონვენციური გამოწვევები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეთა მიერ კრიზისული სიტუაციის სიმულაციური განხილვა.

   

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა2017 წლის 17 თებერვალს ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა.

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა აერთიანებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს და საშუალებას აძლევს საქართველოსა თუ ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიონ შეთანხმების განხორციელებას და საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის შეიმუშაონ რეკომენდაციები.

   

შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან

შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან2016 წლის 9 დეკემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

   

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ტომას პერნიცკისთან

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ტომას პერნიცკისთან

2016 წლის 28 ნოემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ტომაშ პერვიცკისთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

   

ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ

ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ2016 წლის 28 ნოემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლატვიის ელჩთან იანის ზლამეტსთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

   

ევროინტეგრაცის გამოწვევები და პერსპექტივები

ევროინტეგრაცის გამოწვევები და პერსპექტივები

2017 წლის 9 მაისს ნატო ბაჩიაშვილმა გორში ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარებულ დისკუსიაში: "ევროინტეგრაცის გამოწვევები და პერსპექტივები" მიიღო მონაწილოება.

   

დისკუსია თემაზე "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება" ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

დისკუსია თემაზე "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება" ახალციხის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.

21 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი ახალციხეში იმყოფებოდა #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიწვევით. მან წაიკითხა ლექცია საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობების, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების, ევროკავშირთან ვიზალიბერაიზაციის შესახებ, აგრეთვე ამ პროცესის საქართველოს მოქალაქებისათვის სარგებელისა და გამოწვევების შესახებ.

ლექციის შემდგომ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.

   

საჯარო ლექცია სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში

საჯარო ლექცია სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში

2017 წლის 27 მარტს ნატო ბაჩაშვილმა სულხან საბა ორბელიანის სასწავლო  უნივერსიტეტის იურისტთა კლუბში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნატო საქართველოს ურთიერთობების დინამიკა".

ლექცია შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ეტაპებს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით. ნატო-ს ბოლო სამიტების გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ პროექტებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების კუთხით.

   

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრანატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე -4 სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების თემატიკას,  მათ შორის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების სფეროში.

   

შეხვედრა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან

შეხვედრა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან2016 წლის 13 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის შემადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, თენგიზ ფხალაძეს შორის, რომელმაც ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია 5-9 ივნისს პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

   

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვა

საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის პროექტის განხილვა2016 წლის 14 მაისს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა "საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის" პროექტის თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში ექსპერტებთან განხილვა.

   

რეგიონული გამოწვევევები და მათი გადალახვის გზები სამხრეთ კავკასიაში

რეგიონული გამოწვევევები და მათი გადალახვის გზები სამხრეთ კავკასიაში

23 მარტს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ვენის უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების ინსტიტუტის (ავსტრია) ორგანიზებით, "ევროპის სახლში" გაიმართა დისკუსია "რეგიონული გამოწვევევები და მათი გადალახვის გზები სამხრეთ კავკასიაში

   

NATO-ს კვლევების სემინარი "უსაფრთხოების რისკები უკრაინის საზღვარზე, კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება"- რესურსები და კონტრზომები"

NATO-ს კვლევების სემინარი "უსაფრთხოების რისკები უკრაინის საზღვარზე, კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება"- რესურსები და კონტრზომები"2016 წლის 25-26 თებერვალს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა NATO -ს კვლევების სემინარი "უსაფრთხოების რისკები უკრაინის საზღვარზე, კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება"- რესურსები და კონტრზომები", სადაც მიწვეული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორსიო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი. აღნიშნულ სემინარზე მან წარმოადგინა პრეზენტაცია საქართვლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და საოკუპაციო ზოლზე არსებული კორუფციის ფაქტების შესახებ.

   

გვერდი 3, სულ 7

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form